საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა არაბთა გაერთიანებული საემიროების შეიხს გონიოში, ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია დაათვალიერებინა.
აქ მსხვილი საინვესტიციო პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. ქუმსიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს პოტენციურ ინვესტორებთან ამ ტერიტორიის განვითარებისთვის. შეიხის განცხადებით, საქართველოში ინვესტირება კვლავ გაგრძელდება.