13 ივნისის სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს შეხვდნენ დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრები. ელენე ხოშტარია და ნიკა მელია მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.
სტიქიის ზონაში მცხოვრები ოთხი ოჯახი საცხოვრებელი ფართის სხვა ტერიტორიაზე გამოყოფას ითხოვს. თუმცა მათი განცხადებით, არა ერთი მოთხოვნის მიუხედავად, მერიამ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მოსახლეობას განუმარტა, რომ საცხოვრებელი სახლები სტიქიის ზონაში არ არის მოქცეული.
ნაციონალური მოძრაობის წევრები დაზარალებულებს დახმარებას დაპირდნენ.
„ისინი ცხოვრობენ მუდმივ შიშში, რომ ერთხელაც წალეკავს წვიმა. ამ ადამიანებს ეუბნებიან, რომ ისინი არ ცხოვრობენ სტიქიის ზონაში და არანაირ დახმარებას, გასახლებას, არაფერს არ პირდებიან. მეტიც, გააწვალეს კაბინეტებში სიარულით, გააწვალეს რაღაც პროცედურებით. ეს ადამიანები არიან დათრგუნულები, სიცოცხლის საფრთხის ქვეშ და ითხოვენ შველას. ჩვენ აუცილებლად ვიდგებით ამ ადამიანების გვერდით,“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.