ხანძარი ზესტაფონში. ცეცხლი დაახლოებით 22:00 ე.წ. "ძველ ბაზარში" მდებარე სავაჭრო ობიექტებს მოეკიდა. ამ სავაჭრო სივრცეში ძირითადად ტანსაცმლისა და ტექსტილის მაღაზიებია განთავსებული.
ხანძარი იმდენად ძლიერია, რომ ზესტაფონის სახანძრო-სამაშველო სამსახურთან ერთად, დამხმარე ბრიგადები ქუთაისიდან და თერჯოლიდან გამოიძახეს. ხანძრის ლიკვიდაციის პროცესშია ჩართულია ფეროშენადნობთა ქარხნის სამაშველო ეკიპაჟები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.
ფოტო შემთხვევის ადგილიდან