19 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
50 ტონიანი საწვავის ავზისთვის ცეცხლის გაჩენა, წინასწარი ინფორმაციით, ურნაში გადაგდებულ სიგარეტს უკავშირდება

მასშტაბური აფეთქების თავიდან აცილება მოხერხდა ზუგდიდის ცენტრში - 50 ტონიან საწვავის ავზს ცეცხლი ერთ-ერთ ბენიზინგასამართ სადგურზე მოედო.

წინასწარი ინფორმაციით, აალება ბენიზინგასამართი სადგურის მახლობლად ურნაში გადაგდებულ სიგარეტს უკავშირდება. 

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ბენზინმზიდი საცავში საწვავს ცლიდა. იმის გამო, რომ სახანძრო სამაშველო სამსახური უშუალოდ სადგურის გვერდით მდებარეობს - მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას მომხდარიდან რამდენიმე წამში შეუდგნენ.

მთელი ტერიტორია სპეციალური ხსნარით დამუშავდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

დღის ამბები