19 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
შეხვედრა გალში - ქართული მხარე კვლავ უშედეგოდ ითხოვს გიგა ოთხოზორიას მკვლელის დასჯას

ქართული მხარე კვლავ უშედეგოდ ითხოვს გიგა ოთხოზორიას მკვლელის დასჯას - ეს საკითხი გალში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის გუშინდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაისვა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალი მინისტრის თქმით, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან კონკრეტული ნაბიჯები არ არის გადადგმული და ოთხოზორიას მკვლელი, კვლავ შინა პატიმრობაში იმყოფება.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ჟენევის მოლაპარაკებათა შემდეგ რაუნდზე საქართველო კიდევ ერთხელ დასვამს ამ საკითხს.

„ერთ-ერთი ცენტრალური თემა ისევ გახლდათ გიგა ოთხოზორიას მკვლელობა. კერძოდ, ქართული მხარის პრინციპული მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ განზრახ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი იქნას აუცილებად დასჯილი. ჯერჯერობით, კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით არ არის გადადგმული,“ - აღნიშნა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.

დღის ამბები