19 ნოემბერი 2024,   21:48
ვრცლად
ძლიერმა ხანძარმა ზესტაფონის ბაზარის დიდი ნაწილი გაანადგურა

ძლიერი ხანძარი ზესტაფონში - ცეცხლი ე. წ.  შავ ბაზარში გაჩნდა. დამწვარია დაახლოებით ათასი კვადრატული მეტრი ფართობი. განადგურებულია მაღაზიები და საქონელი. დაზარალებულთა ნაწილის განმარტებით, ხანძარი არ შეხებია, თუმცა ცეცხლის შეჩერების მიზნით მათი ქონება სათავსოებიდან ამოიღეს, რის გამოც ნაწილი დაიკარგა ან გაფუჭდა.

დაზარალებული მეწარმეები სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ.

ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ზარალს სპეციალური კომისია დაადგენს. თუმცა მისი დაფარვისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას ცენტრალური ბიუჯეტის დახმარება დასჭირდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები