წალკაში მომხდარ სისხლიანი დაპირისპირებაში მონაწილე საკრებულოს მაღალჩინოსნის სამსონ თამარიანის ადვოკატი, მუხრან ღურწკაია მოკლულის ოჯახის წევრების ბრალდებებს გამოეხმაურა.
იურისტის მტკიცებით, დაპირისპირებულ ოჯახებს შორის სისხლიან კონფლიქტს წინ ავტოსაგზაო შემთხვევა არ უძღოდა და მისი დაცვის ქვეშ მყოფი მელტონიაენების არასრულწლოვან წევრს ავტომანქანით არ შეჯახებია.
თამარიანების ოჯახის ადვოკატის მტკიცებით სოფელ ნარდევანში მომხდარის მიზეზი წლების წინ დაწყებული დაპირისპირებაა, რაშიც პარლამენტის ყოფილ დეპუტატს აიკ მელტონიანს ადანაშაულებს.
ადვოკატი სადაოს ხდის გამოძიების კვალიფიკაციასაც და აცხადებს, რომ უმცროსი თამარიანი გასროლის მომენტში თავს იცავდა.