19 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
„კორუფცია და არაკომპეტენტურობა - სწორედ ეს არის მთავარი მახასიათებელი ქართული ოცნების," - ირაკლი აბესაძე

გუშინ გვიან ღამით, ძლიერი წვიმის შედეგად, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიის დატბორვას, გაუმართავ სანიაღვრე სისტემას უკავშირებენ საკრებულოს ნაცოინალური მოძრაობის წევრები.

ტერიტორიაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით  ერთი წლის წინ დასრულდა და ამის შესაბამისი დოკუმენტები ოპოზიციის წევრებმა წარადგინეს, საიდანაც გაირკვა, რომ გზის საფარის და სანიაღვრე სისტემების მოწესრიგებაში დახარჯულია დაახლოებით 410 ათასი ლარი.

ოპოზიცია თბილისის ბიუჯეტიდან თანხების არაჯეროვან დახარჯვაზე საუბრობს.

„2015 წლის 25 სექტემბერს, თბილისის მერიამ ჩაიბარა გზის აღნიშული მონაკვეთი, იუსტიციის სახლთან, რომელშიც 410 ათას ლარზე მეტი გადაიხადა. აღნიშნული გზა უნდა გაკეთებული კაპიტალურად, სადაც ასევე იქნებოდა სანიაღვრე სისტემები მოწყობილი, თუმცა ფაქტია, რომ პატარა ნალექის დროსაც კი აღნიშნული ტერიტორია იტბორება. ჩვენ თავიდანვე ვიძახდით, რომ ეს გზა უხარისხოდ კეთდებოდა და აღმოვჩნდით მართლები,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა - თბილისის წევრმა ირაკლი ნადირაძემ.

საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი წევრი ირაკლი აბესაძე კორუფციასა და არაკომპეტენტურობას უსვამს ხაზს.

„კორუფცია და არაკომპეტენტურობა - სწორედ ეს არის მთავარი მახასიათებელი ქართული ოცნების ნებისმიერ სახელმწიფო უწყებისთვის,“ - განაცხადა  ირაკლი აბესაძემ.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა, დაადასტურა, რომ იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის საფარის სამუშაოები მართლაც არაჯეროვნად შესრულდა. მისი თქმით კომპანია, რომელიც სამუშაოებს ასრულებდა დაჯარიმებულია, თუმცა, რაც შეეხება დატბორვას, კუბლაშვილი აცხადებს, რომ შემთხვევა უხვმა ნალექმა გამოიწვია.  

„აქ არის ძველი სანიაღვრე სისტემა, რომლის მხოლოდ და მხოლოდ რეაბილიტაცია მოხდა და არა ახლის მოწყობა. გზის საფარი დაიგო დაახლოებით 2015 წლის ზაფხულში. კომპანიამ არაჯეროვნად შეასრულა თავისი ვალდებულებები და აქედან გამომდინარე, მხოლოდ რაღაც ნაწილის გადახდა მოხდა და ეს კომპანია არის დაჯარიმებული მილიონ ლარზე მეტით,“ - განაცხადა გივი კუბლაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები