აქცია გაიმართა დღეს გორის გამგეობასთან - ადგილობრივები მუნიციპალიტეტის მხრიდან მათი პრობლემებით დაინტერესებას ითხოვენ. მოსახლეობის განცხადებით, სოფელ მეღვრეკისს არ აქვს წყალი, გაზი და საბავშვო ბაღი.
აქციის მონაწილეების განცხადებით, დასახლებაზე მაგისტრალური გაზსადენი გადის, რომლითაც საზღვრისპირა სოფლები მარაგდება. ადგილობრივები ქსელში მეღვრეკისის ჩართვას ითხოვენ.