გუშინდელმა ძლიერმა წვიმამ ირმა შამაიანის ოჯახი დააზარალა. მარტოხელა დედა, რომელიც 5 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მთისძირის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის სარდაფში ცხოვრობს, ამბობს, რომ ყოველი წვიმის შემდეგ მისი სახლი წყლით იტბორება.
5 შვილის დედა დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვს. ირმა შამაიანის თქმით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტსაც მიმართა, თუმცა მას ამ დრომდე არავინ დახმარებია.
სატელევიზიო კომენტარზე უარს აცხადებენ ისნის გამგეობაში, თუმცა ამბობენ, რომ მრავალშვილიანი დედის ბინის ქირით უზრუნველყოფა, ოჯახის მხრიდან საბუთების არასრული წარდგენის გამო არ ხდება.