19 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
დავა მეპატრონეებს შორის - ზესტაფონის ბაზრის დიდი ნაწილი სრულად განადგურებულია

ზესტაფონის ბაზრის ტერიტორიის დიდი ნაწილი ცეცხლმა სრულად გაანადგურა. საუბარია დაახლოებით 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ათობით მაღაზიაზე და განადგურებულ საქონელზე.

მოვაჭრეები დილიდან შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან და დახმარებას ითხოვენ, ისინი ამბობენ, რომ ათასობით ლარის ზარალი მიიღეს და მთავრობას ზარალის დათვლა ამ დრომდე არ დაუწყია. 

შემთხვევის ადგილზე დღეს ზესტაფონის ბაზრის მეპატრონეებიც იმყოფებოდნენ, მოხდა მცირე ინციდენტიც. მეპარტონეები ხელოვნურად ხანძრის გაჩენაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. 

მოვაჭრეები ამბობენ, რომ მეპატრონეების მხრიდან ხელოვნურად ხანძრის გაჩენის მუქარა რამდენჯერმე იყო. 

მიუხედავად ამ გარემოებისა, შს სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფი ამ მიმართულებით არ მუშაობს. სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება 187 მუხლით მიმდინარეობს, რაც ხანძრის შედეგად ნივთის განადგურებას გულისხმობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები