19 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
"თბილისი თავისი რელიეფიდან გამომდინარე, ხასიათდება ინტენსიური წვიმებით და მასთან დაკავშირებული ნიაღვრით," - ნარმანია

დედაქალაქის მერი ოპოზიცის ბრალდებებს პასუხობს. დავით ნარმანია იმ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლიც საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვას და თბილისში სანიაღვრე სიტემის მოუწესრიგებლობას ეხება. მერი სტიქიის დროს შესაბამისი სამსახურების ეფექტურ მუშაობაზე საუბრობს.

„თბილისი თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან და რელიეფიდან გამომდინარე, ყოველთვის ხასიათდება ინტენსიური წვიმებით და მასთან დაკავშირებული ნიაღვრით, თუმცა ეს საშიში არ არის. შესაძლოა, ზოგიერთი სანიაღვრე სისტემა გაიჭედოს, ამისთვის არსებობს შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები, რომლებმაც ძალიან ოპერატიულად იმოქმედეს ბოლო წვიმის შემთხვევაშიც. გაწმინდეს ის სანიაღვრე სისტემები, რომლებიც ფოთლების და სხვა ჩანატანის გამო იყო გაბიდნული, ასე რომ პრობლემა არსებითად არ არის, რაც შეეხება ოპოზიციას, მე მათ ვეტყოდი, რომ მათი მმართველობის დროს ძალიან ბევრი თანხაა გაფლანგული, ზუსტადაც, რომ სანიაღვრე სისტემებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები