ქართველ სამართალდამცველებს მიმართავს უკრაინის მოქალაქე - ვიქტორია სერდაკოვსკაია ერთი თვის წინ გაუჩინარებული მამის ადგილსამყოფელის დადგენას ითხოვს. ქალბატონმა ბრიფინგი ენგურის ხიდზე გამართა. გერმანელი სერგეი სმისლოვი საქართველოში წყალსაკანალიზაციო სამუშაოებს ახორციელებდა. ბოლოს ის 12 ივლისს ზუგდიდში ნახეს. დაკარგულის შესახებ ინფორმაციისთვის მისი შვილი ფულად ჯილდოს აწესებს.
„მამაჩემი 12 ივლისს დაიკარგა. ვთხოვ ყველას, ვინც იცის მისი ადგილსამყოფელი ან რაიმე ინფორმაცია მის შესახებ, გამაგებინოს. მე არ შემიძლია თქვენს დამატებით კითხვებს ვუპასუხო, რადგან მის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცი,“ - განაცხადა ვიქტორია სერდაკოვსკაიამ.