19 ნოემბერი 2024,   21:20
ვრცლად
ორხევის მოსახლეობა ყოფილი 22-ე პოლიკლინიკის აღდგენას ითხოვს

ორხევის მოსახლეობა ყოფილი 22-ე პოლიკლინიკის აღდგენას ითხოვს, რომლის დემონტაჟიც უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს.

სამედიცინო დაწესებულება 2011 წელს ლილოს დასახლებაში არსებულ მე-16 პოლიკლინიკას შეუერთდა და მას შემდეგ ადგილობრივები სამედიცინო დახმარების გარეშე დარჩნენ.

იმ შემთხვევაში, თუ არ აღდგება სამედიცინო მომსახურების მიწოდება, მოსახლეობა პროტესტის მწვავე ფორმას მიმართავს.

აქცია პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის წევრის ბეჟან გუნავას ინიციატივით გაიმართა. სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა პეტიციაზე ხელმომწერების შეგროვება დაიწყო, რომელიც უახლოეს მომავალში პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის მინისტრს გადაეგზავნება.

„ეს არის ენით აღუწერელი, შემაშფოთებელი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მისათვის, რათა მომავალი წლის ბიუჯეტში ჩაისვას თანხები, რისი მეშვეობითაც იქნება აშენებული ორხევისათვის თანამედროვე სტანდარტების ევროპული პოლიკლინიკა,“ - განაცხადა ბეჟან გუნავამ.

დღის ამბები