თელასი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ და მათი დაცვის ზონებში მშენებლობების ფაქტების აღკვეთას მოითხოვს. კომპანიის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ელექტროსადენების მოწყობისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ათეულობით შემთხვევა გამოვლინდა.
თელასის წარმომადგენლები დღეს ერთ-ერთ ასეთ ობიექტზე, სასტუმრო ჰუალინგის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც საცურაო აუზის მშენებლობა იგეგმება.
კომპანიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მსგავსი მშენებლობები კანონსაწინააღმდეგოა. ისინი დედაქალაქის მერიას მიმართავენ და ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ მიმდინარე სამუშაოებით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ