აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ნანა კოლესნინჩენკო საქართველოს მოქალაქეობას ითხოვს. დღეს ბრიფინგი მისმა ძმამ, თამაზ ლაკერბაიამ გამართა.
მისი ინფორმაციით, ნანა კოლესნინჩენკოს ადგილობრივი სეპარატისტული ხელისუფლება ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს. ის მიმალვაში იმყოფება, რადგან დეფაქტო საზღვრის გადმოკვეთის გამო ჯარიმა და პირობითი მსჯავრი ემუქრება.
თამაზ ლაკერბაია დახმარებას მოქმედ ხელისუფლებას სთხოვს.