19 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
7 აგვისტოს ძმათა სასაფლაოზე ყაყაჩოების აქცია მოეწყობა

ხსოვნის კვირეული და გმირების გახსენება - 7 აგვისტოს ძმათა სასაფლაოზე ყაყაჩოების აქცია მოეწყობა. ომში გარდაცვლილი გმირებისთვის პატივის მიგების შესაძლებლობა ნებისმიერ ადამიანს შეეძლება.

თბილისის გალერეაში კი რუსული აგრესიის დროს დაღუპული გმირების შვილების ნახატების გამოფენაც მოეწყობა.

პროექტის ავტორის, Prime Time-ის დამფუძნებლის თამარ ფხაკაძის განცხადებით, წიგნად გამოიცა რამდენიმე ტომი - გმირი, სადაც საუბარია როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ასევე ავღანეთში გარდაცვლილი გმირების შესახებ. 

დღის ამბები