გამატარე – ამ სახელწოდების აქცია-კამპანია დღეს ვაკეში გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის ორგანიზებით გაიმართა. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში სპორტის სამინისტროს წინ არსებულ უშუქნიშნო ზებრა გადასასვლელზე ფლეშმობი მოეწყო.
კამპანია საგზაო წესების დაცვასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება, პრეზენტაცია უსაფრთხოების საკითხებზე და საჯარო განხილვა.