მორიგი მიწისძვრა მოხდა საქართველოში, ინფორმაციას სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს. ცენტრის ვებ გვერდზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, მიწისძვრის ეპიცენტრი ამჯერადაც სოფელი სოღუთლოა.
სპეციალისტების ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრე 3,1 მაგნიტუდა იყო. ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.