თავისუფალი დემოკრატები ზესტაფონის ბაზარში გაჩენილი ხანძრის მიზეზების დადგენას ითხოვენ. ისინი შესაბამის ორგანოებს მიმართავენ, დროულად დაიწყოს გამოძიება.
ირაკლი ალასანიას თანაგუნდელები ეჭვობენ, რომ ცეცხლი ხელოვნურად გაჩნდა. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ხანძარი სილიკონ მანგანუმის ბიზნესით დაკავებული პირების მიერ იყოს მოწყობილი.