კონტრტერორისტული წვრთნების ფარგლებში, საქართველოში აშშ-ის სამხედრო ძალების წარმომადგენლები ჩამოვლენ.
ორმხრივ წვრთნებში, რომელიც აგვისტოს დასაწყისში გაიმართება, მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 700 სამხედრო და საჯარო პირი საქართველოდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ ტაქტიკურ და თეორიულ ცოდნას, რაც ხელს შეუწყობს მონაწილეების მომზადებას პარტნიორების შეიარაღებულ ძალებსა და უწყებათაშორის ორგანიზაციებთან ერთად, კონტრტერორისტული ოპერაციების განხორციელებისათვის.
გამოიყენება კონტრტერორისტული სცენარი, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის შეთანხმებული მოქმედებების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.