19 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
"პრეზიდენტმა არ დანიშნოს ქორწინების შესახებ რეფერენდუმი"- სამოქალაქო სექტორმა პეტიცია მოამზადა

"პრეზიდენტმა არ დანიშნოს ქორწინების შესახებ რეფერენდუმი" - სამოქალაქო სექტორი პეტიციით გიორგი მარგველაშვილს მიმართავს.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის მიერ რეფერენდუმის დანიშვნა წინააღმდეგობაში იქნება საქართველოს კონსტიტუციასთან. მათი თქმით, რეფერენდუმი ეროვნულ ინტერესებზე უარყოფით ზეგავლენას იქონიებს და გააძლიერებს რუსულ და ანტიდასავლურ პროპაგანდას.

"ხელოვნურად არის შემოტანილი სწორედ პრორუსული პროპაგანდისა და იმ ძალების მიერ, რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოში პრორუსული გავლენის გაზრდას. ხელისუფლება ცდილობს რეფერენდუმით არჩევნებზე ჰომოფობიური, აგრესიული, პრორუსულად განწყობილი ამომრჩეველი მოიყვანოს,“- განაცხადა მედიაექსპერტმა, ნინო დანელიამ.  

განსხვავებული პოზიცია აქვთ საინიციატივო ჯგუფის წევრებს, რომლებიც რეფერენდუმის ჩატარების მომხრეები არიან. მათი თქმით, ქვეყანაში არის საფრთხე, რომ ერთსქესიანთა ქორწინება შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს. მათი განცხადებით, ქორწინების საკითხის დეფინიციას რუსეთთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ავტორი: ნინო სამყურაშვილი.

 

 

დღის ამბები