მაღალმთიანი სოფლის მკვიდრის სტატუსის მისანიჭებლად ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოები მოსახლეობისგან სხვა საჭირო საბუთებთან ერთად ფოტოებს, საცელავში, სახნავ-სათეს მიწებზე, ასევე შინაურ ცხოველთან იღებენ.
ზოგიერთ მუნიციპალიტეტში პროცედურა გამკაცრებულია და საჭიროებს ფოტოს დამოწმებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ.
თუმცა, რა ფორმით ხდება სურათის დამოწმება და როგორ განისაზღვრება არის თუ არა ფოტოზე ნაჩვენები შინაური ცხოველი, მიწის ნაკვეთი ან ა.შ. კონკრეტული პირის, ვინც იქ სურათი გადაიღო, უცნობია.
ადგილობრივები ფიქრობენ, რომ მათ ამცირებენ. ნაწილი ამბობს, რომ არ აქვთ ისეთი ტელეფონი რომლითაც სურათს გადაიღებენ, ზოგი კი საერთოდ არ გეგმავს სურათის გადაღებას.
მოქალაქეების ნაწილმა საერთოდ არ იცის რას ნიშნავს მაღალმთიანი სოფლის მკვიდრის სტატუსი. აღნიშნული სტატუსის მიღების შემთხვევაში რიგი შეღავათებია, მაგალითად პენსიონერი სხვა პენსიონერების განსხვავებით თუ აღნიშნული სტატუსით სარგებლობს, 56 ლარით მეტ შემოსავალს მიიღებს.
ავტორი მაია ლომიძე