19 ნოემბერი 2024,   21:48
ვრცლად
რეფერენდუმი ქორწინების განსაზღვერბაზე - ოპოზიცია რუსულ კვალზე საუბრობს

რუსულ კვალს ხედავს ოპოზიცია იმ საკონსტიტუციო ცვლილებებში, რომლის განხორციელებასაც უმრავლესობა გეგმავს.

რატომ გახდა აქტუალური სამოქალაქო ქორწინების განსაზღვრა ქვეყნის მთავარ კანონში და რატომ არჩევნების წინ - ამ კითხვაზე ხელისუფლების ოპონენტებს კონკრეტული პასუხი აქვთ. ოპოზიციაში თვლიან, რომ ხელისუფლება მოქალაქეების ყურადღების გადატანას ცდილობს. 

სამოქალაქო სექტორმა კი უკვე დაიწყო სპეციალურ პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება, რომლითაც პრეზიდენტს მიმართავენ - არ დანიშნოს რეფერენდუმი ამ საკითხზე.

საყოველთაო პროტესტის მიუხედავად, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ამ ინიციატივას ხელისუფლებაში მეორედ მოსვლისთანავე გაიტანს, რადგან არჩევნებში გამარჯვებას კვლავ უმრავლესობით გეგმავს. ამავე აზრზეა საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილიც. 

გადაწყვეტილება რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მიიღოს. გუშინ თამაზ მეჭიაურის პარტიის წევრებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტზე ზეწოლა ხორციელდება დასავლეთის მიერ, რომ არ მოხდეს რეფერენდუმის ჩატარება საქართველოში. მეჭიაურის გუნდმა პრეზიდენტს ვაჟკაცური ნაბიჯის გადადგმისკენაც მოუწოდა. 

ავტორი ნინო სამყურაშვილი

დღის ამბები