ბორჯომში რამდენიმე საათია გადაუღებლად წვიმს, იყო სეტყვაც. დატბორილია ქუჩები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. ბორჯომს შეწყვეტილი აქვს ელექტროენერგიის მიწოდებაც.
რამდენიმე წუთის წინ კი არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო სიტუციების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და ბორჯომში მობილიზებულია დამატებითი სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დამატებითი შემადგენლობის მობილიზება ახალციხიდან მოხდა.
ბორჯომში მოსულმა სეტყვამ მოსავალიც გაანადგურა.