ბორჯომში ამ დრომდე გადაუღებლად წვიმს. ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ ჩახერგილია ბორჯომ-ბაკურიანის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა, სადაც არსებული ინფორმაციით, სტიქიის დროს რამდენიმე ხე წაიქცა.
გავრცელებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. გზის მეორე მხარეს დარჩენილი 50-მდე მგზავრის გადმოყვანა კი მაშველებმა შეძლეს. ამ წუთებში ადგილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ბორჯომში ელექტროენერგია ამ დრომდე არ არის. შექმნილია სპეციალური შტაბი, რომელიც რეგიონში არსებულ ვითარებას აკონტროლებს, შეიქმნა ზარალის დამთვლელი კომისიაც.
ფოტოები facebook-ში ვრცელდება