19 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
სტიქია ბორჯომში - რეგიონში მთავრობის წევრები იმყოფებიან

ბორჯომში ამ დრომდე გადაუღებლად წვიმს. რამდენიმე წუთის წინ სტიქიის ზონაში საქართველოს მთავრობის წევრები ჩავიდნენ. 

ადგილზე ვითარებას კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი, მინდია ჯანელიძე და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ეცნობიან.

რეგიონში ამ დროისთვის მობილიზებულები არიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ. 

ამ დრომდე გრძელდება მუშაობა ბორჯომი-ბაკურიანის გზაზე, სადაც ხეებია წაქცეული და მოძრაობაა პარალიზებული. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები