19 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
ბორჯომის ცენტრალური პარკის დიდი ნაწილი განადგურებულია

ძლიერი წვიმისა და სეტყვის შემდეგ, ბორჯომის ცენტრალური პარკის დიდი ნაწილი განადგურებულია. დატბორილია შენობა ნაგებობები, დამტვრეულია ხეები და მოშლილია ინფრასტრუქტურა. 

ინფორმაცია პარკში არსებული მდგომარეობის შესახებ ადგილობრივ თვითმმართველობაში დაადასტურეს. მათი ინფორმაციით ზარალის მოცულობა ამ დროისთვის ცნობილი არ არის. 

სტიქიის დაწყებიდან მალევე პარკში მყოფი ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. 

ბორჯომს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია.

ფოტო სამხრეთის კარიბჭე

ამავე თემაზე
დღის ამბები