19 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
სტიქია ბორჯომში - საგანგებო შტაბი ზარალის დათვლას დილიდან დაიწყებს

სტიქიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო ბორჯომში გუშინ საღამოს ჩავიდნენ კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი და ინფრასტრუქტურის მინისტრი. მათ ადგილზე დაათვალიერეს შექმნილი ვითარება.

ჯანელიძის თქმით, შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც დღეს დილიდან დაიწყებს ზარალის დათვლას და განაახლებს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს. კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, პრემიერმინისტრის დავალებით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, ასევე საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დამატებითი ეკიპაჟები.

ამ დროისთვის საავტომობილო გზებზე მოძრაობა აღდგენილია. მაშველებმა, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა 170-ზე მეტ შეტყობინებაზე მოახდინეს ოპერატიული რეაგირება.

დღის ამბები