19 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
სტიქია ბორჯომში - სპეციალური კომისია ზარალს ითვლის

სტიქიის შედეგად დაზარალებულ ბორჯომში დღეს დილიდან განახლდა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. ქალაქში, სადაც დაიტბორა შენობები, მოგლეჯილია ხეები, ჩაიხერგა გზები და დაზიანდა ინფრასტრუქტურა, ზარალის ოდენობა ჯერ-ჯერობით უცობია, მისი დათვლა დილიდან დაიწყო.

სტიქიის შედეგად ბორჯომის 1000-მდე აბონენტს კვლავ არ მიეწოდება ელექტროენერგია.

აქტიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. ძლიერი წვიმის და სეტყვის გამო დაზიანებულია ბორჯომის ისტორიული პარკის დიდი ნაწილი.

ამ დროისთვის პარკი დახურულია, როგორც საგანგებო შტაბის წევრები აცხადებენ პარკის ნაწილის გახსნა დღის ბოლომდე მოხერხდება.

სტიქიის შედეგად დაზარალდა ადგილობრივი მოსახლეობაც. დატბორილია შენობა-ნაგებობები, დამტვრეულია ხეები და მოშლილია ინფრასტრუქტურა. ძლიერი წვიმის და სეტყვის შედეგად დაზიანდა წაღვერი-ბაკურიანის გზა. სადგერის ჩაკეტილი გზა უკვე გაწმენდილია და მოძრაობა უკვე აღდგენილია.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, შიდა გზებზე გადაადგილების პრობლემები ამ დრომდე არსებობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები