პრობლემების მოგვარებას თხოვს ადგილობრივ ხელისუფლებას თბილისში ზემო ფონიჭალის მოსახლეობა. მათი განმარტებით, ჟორდანიას ქუჩაზე უკვე ერთი წელია მოუწესრიგებელია საკანალიზაციო ქსელი და საგზაო ინფრასტრუქტურა.
ადგილობრივების მოთხოვნით, კრწანისის რაიონში იმყოფებოდა საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ირაკლი აბესაძე.
მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, პრობლემის მოუგვარებლობა ხელისუფლების უყურადღებობის, არაკვალიფიციურობისა და ხშირ შემთხვევაში, კორუფციული ინტერესების არსებობის ბრალია.
მოგვიანებით, მოსახლეობასთან მივიდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, რასაც დაპირისპირება მოყვა.
„ეს არის ძალიან კარგი მაგალითი ხელისუფლების არაორგანიზებულობის, არაკომპეტენტურობის, როგორ შეიძლება იხარჯებოდეს მილიონობით ლარი ბიუჯეტიდან საგზაო სამუშაოებზე და გზა იყოს სანახევროდ გაკეთებული,“- განაცხადა ირაკლი აბაესაძემ.