19 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
აქცია გლდანში - გიორგიწმინდას მოსახლეობა გამგეობის თანამშრომელს ზეწოლაში ადანაშაულებს

ხმაური იყო დღეს თბილისში, გლდანის გამგეობასთან. გიორგიწმინდას დასახლებაში მცხოვრებმა მოსახლეობამ აქცია გამართა და გლდანის გამგეობის თანამშრომელი ზეწოლაში დაადანაშაულა.

მათი განცხადებით, საუბნო განყოფილების თანამშრომელი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს სოციალური დახმარების გაუქმებით ემუქრება.

გამგეობასთან სერგო რატიანიც მივიდა და გლდანის გამგებელს შეხვდა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერის თქმით, მან მსგავსი ფაქტების აღმოფხვრა მოითხოვა და განმარტა, რომ მსგავს შემთხვევებზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთან აქტიური კოორდინაცია ექნება.

ზეწოლას გლდანის რაიონის გამგებელი კატეგორიულად გამორიცხავს.

დღის ამბები