19 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
400-მდე დევნილი ოჯახი ქუთაისში ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელ ფართს მიიღებს

400-მდე დევნილი ოჯახი ქუთაისში ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელ ფართს მიიღებს. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა ქუთაისში, შმიდტისა და ერისთავის ქუჩებზე მენაშენეების პროექტის ფარგლებში შესყიდული კორპუსები დაათვალიერა.

ერისთავის ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულდა და უახლოეს მომავალში საცხოვრებელი ფართით 43 ოჯახი დაკმაყოფილდება. შმიდტის ქუჩაზე კი დევნილ ოჯახებს 180 ბინა გადაეცემათ.

პარალელურად, ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე 2 ათასი დევნილი ოჯახისთვის 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. 

დღის ამბები