უბედური შემთხვევა რუსთავში - დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის მშენებლობის დროს ორი მამაკაცი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა ცემენტის ჩამომსხმელი მანქანის და მაღალი ძაბვის ელექტროსადენის შეხებამ გამოიწვია. ავარიის შედეგად რუსთავის დიდ ნაწილს დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა რუსთავის მერი დავით ჯიქია, მან დაშავებული მუშები საავადმყოფოშიც მოინახულა. დაზარალებულრბი 34 წლის ვასილ სვანიძე და 44 წლის ზურაბ ჩეჩელაშვილი არიან. ისინი სხეულის მძიმე დამწვრობით ჯერ რუსთავის ცენტრალურ და აზოტის საავადმყოფოებში, შემდეგ კი კატასტროფის მედიცინით თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.