19 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
ყველა საკითხს, რომელზეც განცხადებები კეთდება, პლენუმი შეისწავლის - მერაბ ტურავა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მერაბ ტურავას განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ ყველა აქტუალურ საკითხს, მათ შორის სარჩელების შესაძლო შეცვლასაც, პლენუმი შეისწავლის.

ტურავას თქმით, ყველა მოსამართლეს შესაძლებლობა ექნება, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ინდივიდუალურად შეისწავლოს, რის შემდეგაც პლენუმის სხდომა გაიმართება, მოსამართლეები წარმოადგენენ საკუთარ ხედვებს და იქნება მომზადებული დასკვნა, რომელიც პლენუმმა უმრავლესობით უნდა დაამტკიცოს.

“პლენუმის წევრებს დაურიგდებათ ყველა ის მასალა რომელიც, პლენუმის წინაშე დასმულ საკითხებს შეეხება, მათ შორის სარჩელების გამოცვლასთან დაკავშირებით და შესაბამისი დასკვნა ალბათ დაიდება რამდენიმე დღეში ამ საკითხთან დაკავშირებით. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ პლენუმს არ მიუღია,“ - განაცხადა ტურავამ.      

ჯერჯერობით უცნობია რუსთავი 2-ისა და ე.წ. კაბელების საქმეების განხილვა როდის განახლდება. გადაწყვეტილება ამის შესახებ სავარაუდოდ, დასკვნაში იქნება ასახული. 

დღის ამბები