ლანჩხუთის რაიონში აქცია გაიმართა. სოფელ ნიგოითში შეკრებილები დასახლებების გაზიფიცირებას ითხოვენ.
5 სოფლის მაცხოვრებლები ხელისუფლებას მიმართავენ და შეწყვეტილი პროექტის გაგრძელებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, გაზიფიცირება დასახლებების მისადგომებთან შეწყდა.
შეკრებაზე ადგილობრივი საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატი იმყოფებოდა. მოსახლეობასა და პოლიტიკოსს შორის დაპირისპირება მოხდა.