ეროვნულ კინოცენტრში ვაკის პარკის კინო მოძრაობის წარმომადგენლებსა და კინოცენტრის დირექტორს შორის შეხვედრა გაიმართა. რეჟისორებმა ზურაბ მაღალაშვილს ის დოკუმენტი გადასცეს, სადაც მათ მოთხოვნები წერია. ხელოვანებს კინოცენტრის პოზიცია, სავარაუდოდ მომავალ კვირას ეცოდინება.
ვაკის პარკის კინო მოძრაობის ძირითად მოთხოვნად კვლავ კონკურსების ჟიურის ლოტოტრონის პრინციპით შერჩევის გაუქმება რჩება. რეჟისორების განმარტებით ეს პრინციპი ნეგატიურად მოქმედებს, როგორც კონკრეტული კონკურსის შედეგებზე, ასევე კინოს განვითარებაზეც.