სტიქიის შედეგად დაზიანებული ბორჯომის ცენტრალური პარკის ნაწილი ტურისტებისთვის გაიხსნა, თუმცა ცოტა ხნის წინ რეგიონში ძლიერი წვიმა განმეორდა და ამ დროისთვის დამსვენებლებმა ტერიტორია უკვე დატოვეს.
სტიქიის ეპიცენტრში აღდგენითი სამუშაოები ამ წუთებშიც აქტიურად მიმდინარეობს. აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება.