ბეჟან გუნავას დაკავება ეკონომიკის სამინისტროსთან მუხაზის ქუჩის მცხოვრებლების აქციაზე მოხდა, რომელზეც მოქალაქეები მინისტრისგან იმ ფართების დაკანონებას ითხოვდნენ, სადაც უკვე 15 წელია ცხოვრობენ. აქციის მონაწილეები დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრას მათ საცხოვრებელი პირობების პირადად გასაცნობად ითხოვდნენ. აქციაზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მონაწილეებმა სამინისტროს შესასვლელის პიკეტირება სცადეს.
გუნავას დაკავების შემდეგ აქცია ეკონომიკის სამინისტროსთან გაგრძელდა. ადგილზე სიტუაციას პატრულის 20-მდე თანამშრომელი და სამინისტროს გაძლიერებული დაცვა აკონტროლებდა. აქციაზე საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების ჯგუფის გამოძახებაც.
დღის ბოლოს ეკონომიკის სამინისტრომ წერილობითი განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მუხაძის ქუჩის მცხოვრებლების მოთხოვნა ვერ შესრულდება, რადგან მათ ფართები თვითნებურად დაიკავეს და არ გააჩნიათ საკუთრების უფლება.
ბეჟან გუნავას პროცესი საქალაქო სასამართლოში 9 სექტემბრამდე გადაიდო. გუნავა საქალაქო სასამართლოდან კვლავ ეკონომიკის სამინისტროსთან დაბრუნდა.
ავტორი: მარიკა გოცირიძე.