რიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის დასკვნითი ნაწილი მიმდინარეობს ამ წუთებში. ოლიმპიურ თამაშებში სულ 207 ქვეყანა მონაწილეობს, ქართველები კი რამდენიმე წუთის წინ 81 ნომრით წარადგინეს.
ოლიმპიადაში 40 ქართველი სპორტსმენი, სპორტის 13 სახეობაში იბრძოლებს ოქროსთვის.
ქართველ სპორტსმენებთან ერთად რიოში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი
#OpeningCeremony #Georgia #Rustavi2 pic.twitter.com/KhmctyguVM
— Saba Gujabidze (@ssabaabbas) August 6, 2016