19 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
ასეთი ყურადღება, რაც დღეს არის, ამ კუთხის მიმართ აქამდე არ ყოფილა - გიორგი კვირიკაშვილი ბეშუმზე

ბეშუმის მთაზე შუამთობის ტრადიციული დღესასწაული დილიდან მიმდინარეობს. ადგილზე უამრავი ადამიანია შეკრებილი. დღესასწაულზე იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიაშვილი, ასევე აჭარის ადგილობრივ მთავრობის წარმომადგენლები.

როგორც პრემიერ-მინისტრმა კონცერტის დასრულების განაცხადა, წინა წლებთან შედარებით ამ რეგიონს გაცილებით დიდი ყურადღება ექცევა. 

„ჩვენი მთავრობის მხრიდან იქნება ყველაფერი გაკეთებული, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ამ კუთხეს. ხულო-ადიგენის გზის მშენებლობა შემოდგომაზე იწყება. წყლის მომარაგების სისტემა ოქტომბერში სრულდება. ასეთი ყურადღება, რაც დღეს არის, ინფრასტრუქტურის კუთხით, არ ყოფილა ამ კუთხის მიმართ და კიდევ უფრო მეტი იქნება,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დღის ამბები