კუთვნილ ხელფასს ითხოვენ კომპანია დირსის მიერ დაქირავებული მუშები. ისინი დღეს ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან შეიკრიბნენ და აქცია გამართეს.
მუშები ამბობენ, რომ 5 თვეა, მათთვის ხელფასი არ გადაუხდიათ.
აქციაზე იმყოფებოდნემ ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები.
„დავალიანება შეადგენს ნახევარ მილიონ ლარს. მე ვაფრთხილებ, რომ თუ დავალიანებას არ დაარიგებენ, აქ დაიდგმება "პალატკა" და გაიმართება პერმანენტული აქციები,“ - აცხადებს გიორგი გუგავა.