გიორგი კვირიკაშვილი ანაკლიაში GEM FEST-ის ოფიციალურად გახსნას დაესწრო. მთავრობის მეთაური გაეცნო ფესტივალისთვის მზადების პროცესსაც და ნახა ვიდეოკლიპი, რომელიც სპეციალურადა ამ ფესტივალისთვის მომზადდა.
„ძალიან სერიოზული სამუშაოა ჩატარებული. წელს ველოდებით 40 ათასამდე სტუმარს GEM FEST- ზე. ინფრასტრუქტურა, ფაქტობრივად, მზად არის. ეს ადგილი თანდათან განვითარდება და უფრო და უფრო მეტ სტუმარს მოიზიდავს. ვფიქრობ, ეს ფესტივალი გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოკომიტივი მთლიანად ამ რეგიონის განვითარებისთვის,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ანაკლიაში გამზავრებამდე პრემიერი ბეშუმში შუამთობის დღესასწაულს დაესწრო.