სახალხო დღესასწაული ბეშუმში ინციდენტების ფონზე - აჭარის მაღალმთიანეთში დღეს შუამათობას აღნიშნავენ.
შუამთობის დღესასწაულზე პრემიერ-მინისტრის დაცვის წევრების გაღიზიანება ლევან ვარშალომიძის გამოჩენამ გამოიწვია. მაშინ, როდესაც გიორგი კვირიკაშვილი ბეშუმელებს დღესასწაულს ულოცავდა, ნაციონალური მოძრაობის აჭარის სიის პირველმა ნომერმა სცენასთან მიახლოვება სცადა. სახელმწიფო დაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ლევან ვარშალომიძეს ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალებაც არ მისცეს. წინააღმდეგობის მიუხედავად, ვარშალომიძემ ტერიტორია მაინც არ დატოვა და მოსახლეობასთან გასაუბრება პოლიციის მიერ გაკეთებული კორდონიდან შეძლო.
მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენატრი გააკეთა პრემიერმა და ჟურნალისტებს 2012 წლის შუამთობის დღესასწაული გაახსენა.
შუამთობა 2016-ით უკმაყოფილო იყო ქართული ოცნების ყოფილი აღმასრულებელი მდივანი.
უკმაყოფილება არმაზ ახვლედიანმა ბეშუმში ქართული ოცნების საარჩევნო მაისურებით მოსულმა ამავე პატტიის აქტივისტებმა გამოიწვიეს. ახვლედიანი აცხადებს, რომ სახალხო დღესასწაულის პოლიტიზირება მისთვის მიუღებელია.
პოლიტიკოსების გამოჩენამდე გაცილებით ადრე ბეშუმში იმყოფებოდა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი. შალვა ნათელაშვილმა ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცა.
შუამთობა 2016 წლის კულმინაცია დოღი იყო, რომელსაც ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. სახალხო დღესასწაულზე ორი მოზარდი დოღში მონაწილეობის დროს დაშავდა. ისინი ბეშუმიდან ბათუმის ერთ-ერთ საავადმყოფოში პრემიერ-მინისტრის ვერტმფრენით გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
ავტორები: სალომე ბოკუჩავა, ეკო მაღრაძე.