19 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
მოსახლეობა კახეთის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის დაუყოვნებლივ შეკეთებას ითხოვს

ადგილობრივი მოსახლეობა კახეთის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის დაუყოვნებლივ შეკეთებას ითხოვს. მათ გუშინ დღის ბოლოს აქცია გამართეს, რომელსაც თავისუფალი დემოკრატების სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც შეუერთდა.

მესამე ა კორპუსის მცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ შენობა ავარიულია, რის გამოც მათ თბილისის მერიასა და გამგეობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარმა კანდიდატმა, თენგიზ ხეჩიკაშვილმა ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდა. რაც შეეხება გამგეობას, მათ კომენატარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

დღის ამბები