კანცელარიასთან გამართულ აქციაზე ბეჟან გუნავა და მისი შვილი დააკავეს. აქციის მონაწილეები პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ.
აქციაზე შეკრებილები ფართების დაკანონებას ითხოვენ. მუხაძის 17 ნომერში მდებარე სათამაშოების ქარხანაში 15 წლის წინ შესახლებულები რამდენიმე დღეა აქციას მართავენ.
ამ წუთებში აქციის სამი მონაწილე კანცელარიაში მოლაპარაკებაზეა შესული.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბეჟან გუნავა უკვე მეორედ დააკავეს. წინა დაკავებაც ამავე აქციასთან იყო დაკავშირებული.