19 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა შინდისში 2008 წელს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

2008 წელს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო შინდისში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა. თინა ხიდაშელმა მემორიალი გვირგვინით შეამკო. 17 ქართველი მებრძოლი უთანასწორო ბრძოლაში რუსულ მოტომსროლელ ასეულთან 11 აგვისტოს დაიღუპა. მოწინააღმდეგემ დახმარება ორჯერ გამოიძახა და გამოიყენა ტანკები და რეაქტიული ცეცხლ-მტყორცნები. II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული ბოლომდე იბრძოდა.

“ეს ერთ-ერთი ის ადგილია სოფელ შინდისში, სადაც მთელი ამ ხნის განმავლობაში, 8 წლის განმავლობაში, ყველა ქართველისთვის გახდა ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ადგილიც, სიამაყის ადგილი, ადგილი რომელსაც უზარმაზარი ტკივილი უკავშირდება მაგრამ ამავდროულად ძალიან დიდი  სიამაყეც. შარშან შევეცადეთ, რომ ცოტა მეტი სიცოცხლე დაგვებრუნებინა აქ“ - განცხადა თინა ხიდაშელმა.    

დღის ამბები