19 ნოემბერი 2024,   21:54
ვრცლად
გოთუას ქუჩაზე კლდის მასა ჩამოიშალა

კლდე ჩამოინგრა თბილისში, გოთუას 10 ნომერში. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ნაშალმა მასალამ საბავშვო ბაღთან მისასვლელი საავტომობილო გზა დააზიანა.

ადგილზე იმყოფება თბილისის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, თემურ თორდინავა. ის მოუწოდებს მერიის სამსახურებს, მოხდეს ფაქტის შესწავლა, რათა სამომავლოდ ვითარება კიდევ უფრო არ დამძიმდეს. 

"მდგომარეობა საკმაოდ რთულია, მაგრამ ამ ადგილიდან ბაღის შენობა მოშორებითაა და ბავშვებს არ აქვთ შეფერხება. დროულად მოსაგვარებელია ეს საკითხი, შეიძლება გარკვეული პერიოდის მერე დამძიმდეს ვითარება," - აცხადებს თორდინავა

გოთუას 10 ნომერში მრავალფუნქციური კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, ადგილზე იმყოფებოდა სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელიც, რომელმაც ნგრევის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი არ ისურვა. მან კურიერთან საუბრის დროს მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ინიდენტის დროს არავინ არ დაშავებულა და კლდის სრული ჩამოშლის საფრთხე არ არსებობს.  

 

 

დღის ამბები