19 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
ოჯახის განმარტება კონსტიტუციაში - პრეზიდენტი კონსულტაციებს იწყებს

სახელმწიფოს მეთაური კონსტიტუციაში ოჯახის განმარტების ჩაწერასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ინიციატორებთან ხვალ კონსულტაციას დაიწყებს.

ქალისა და მამაკაცის ერთობა - კონსტიტუციაში ოჯახის ამ განმარტების ჩასაწერად ხელმოწერების საჭირო რაოდენობა უკვე წარდგენილია ცესკოში და ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფი რეფერენდუმის დანიშვნაზე ქვეყნის პირველი პირის გადაწყვეტილებას ელოდება.

მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ პრეზიდენტმა რეფერენდუმი არ უნდა დანიშნოს. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვებაც. 

განსხვავებული მოლოდინი აქვთ ქვეყნის პირველი პირისგან პოლიტიკურ ძალებს. ქართულ ოცნებას რეფერენდუმის იმედი აღარ აქვს. უმრავლესობის ყოფილი წევრები კი ფიქრობენ, რომ პრეზიდენტი ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს. 

უმცირესობაში კი ამტკიცებენ, რომ ოჯახის განმარტება კანონით უკვე დარეგულირებულია და კონსტიტუციაში იგივეს ჩაწერის მოთხოვნა ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ წინასაარჩევნო პოპულიზმია. 

 

 

ავტორი: ნათია გოგსაძე

 

დღის ამბები