19 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
8 აგვისტოს დაღუპული გმირების სახელზე მე უფლება არ მქონდა შეხვედრა წამეგო - ლაშა შავდათუაშვილი

პირველი მედალი რიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე და რუსეთ-საქართველოს ომიდან 8 წლის შემდეგ, ზუსტად 8 აგვისტოს, ქართველი ძიუდოისტის მიერ დამარცხებული რუსი მეტოქე. საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ბრინჯაოს პირველი მედალი, ლონდონის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულმა, ძიუდოისტმა, ლაშა შავდათუაშვილმა მოუტანა. მან რუსი დენის იარცევი იპონით დაამარცხა. გამარჯვება კი რუსი სპორტსმენისთვის, კიმონოზე ქართული დროშის ჩვენებით აღნიშნა. იარცევთან გამარჯვებით შავდათუაშილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლის შანსი მოიპოვა და ისრაელის წარმომადგენელს, გასული წლის ევროპის ჩემპიონს შეხვდა, რომელიც ასევე დაამარცხა და ბრინჯაოს მედალის მფლობელიც გახდა.

 “ვფიქრობდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ გამხდარიყავი ჩემპიონი. ჩემპიონი ვერ გავხდი კი გულდასაწყვეტია, მაგრამ  მედალი მაინც მაქვს და ეს ძალიან სასიხარულოა. ჩემთვის ძალიან რთული იყო რუსთან შეხვედრა, იქედან გამომდინარე, დღეს ისეთი დღეა, ვფიქრობდი, რომ  უფლება არ მქონდა, რომ ეს შეხვედრა წამეგო, ცოტა ვნერვიულობდი კიდეც იმიტომ, რომ მოგეხსენებათ დღევანდელი დღე 8 აგვისტოს დაღუპული გმირების სახელზე მე უფლება არ მქონდა იქ გავსულიყავი და ყველაფერი არ გამეკეთებინა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ძლიერია და არ ვართ სუსტები,“ - განაცხადა შავდათუაშილმა.     

დღის ამბები